суббота, 20 декабря 2008 г.

sachkherlebiskvali

შეიცან კუთხე შენი-საჩხერე და საჩხერლების კვალი ნათელი




1. პროექტის მოკლე აღწერა:

სამივე სკოლის გუნდი შეისწავლის და გამოიკვლევს ქალაქ საჩხერეს.მისი ქუჩების განლაგებას, მისი დაარსების ისტორიას, მის ღირსშესანიშნავ ადგილებს. საჩხერის ცნობილ ადამიანებს. შედეგად შეიქმნება გზამკვლევი უცხოელი ტურისტებისათვის.

2. პროექტის სრული აღწერა:

გზამკვლევს დავიწყებთ საჩხერის ისტორიული უბნით-"ავლაბარი". მოვიძევთ ძველ ფოტომასალას და გადავიღებთ ახალ ფოტოებს ყველა მნიშვნელოვანი შენობით.
გარეკანზე გავაკეთებთ მოდინახის სურათს-საჩერის სიმბოლოს. ერთ-ერთ გვერდზე მოვათავსებთ საჩხერის რუქას და მასზე დავიტანთ მნიშვნელოვან ადგილებს.
გზამკვლევი დაიტევს მოკლე ინფორმაციას საჩხერის გეოგრაფიის, ისტორიისა და დღევანდელობის შესახებ.
საჩხერის სიმდიდრე მისი ნიჭიერი, მშრომელი, ტრადიციებისა და ღირსების მატარებელი ხალხია. ერთი გვერდი დაეთმობა საჩხერის მოქალაქეებს, ცნობილ ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ და აღიზარდნენ ჩვენს ქალაქში.
ერთი გვერდი იქნება სახალისო გვერდი-ლაბირინთი: გაიკვლიეთ გზა მოდინახისაკენ.


3. მონაწილეთა ასაკი -

14-15-16 წელი.


4. ვადები და ხანგრძლივობა:

ვადა 2008-2009 სასწავლო წელი
ხანგრძლივობა. ერთი თვე

5. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

გეოგრაფიული რუკებიზე საკუთარი აღნიშვნების გაკეთება.მოძიებული მასალების გარჩევა. მოძიებული მასალის თარგმნა ინგლისურად, ლექსიკონების გამოყენება.სტენდისთვის სურათების შერჩევა.


6. პროექტის დასრულებისას მოსალოდნელი შედეგები:

პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს გაუზრდის მოტივაციას, საკუთარი კუთხის მეტად სიყვარულს. პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს ითანამშრომლონ პარტნიორი სკოლის მოსწავლეებთან, უფროსი ასაკის ადამიანებთან,. განუვითარებს ძიებისა კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს. აუმაღლდებათ სოციალური რესურსების მიმართ ინტერესი.
პროექტში მუშაობა მონაწილეებს განუვითარებს კვლევით საპრეზენტაციო, კომპიუტერულ, დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევებს, ლიდერობის სურვილსა და უნარს. აუმაღლებს ინტერესს მშობლიური მხარის კულტურულ-ისტორიული განძისა და სოციალური რესურსების მიმართ.

7. სარგებელი სხვებისათვის.

შეიქმნება ბეჭდური ტურისტული გზამკვლევი. ცნობილი გახდება ისეთი ინფორმაციები,რომლების შესახებაც ნაკლებად იყო ცნობილი.

8. სამუშაო ენა

ქართული და ინგლისური

9. საგნებთან კავშირი და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:


ისტორია, გეოგრაფია. ხაზვა. მათემატიკა, ინგლისური ენა, ლიტერატურა.
ეროვნული სასწავლო გეგმა მოითხოვს ინტეგრირებას საგნებისას და აქ მრავალი საგანია ინტეგრირებული.

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან


საჩხერის III საჯარო სკოლა.
საჩხერის I საჯარო სკოლა


11. ფასილიტატორები:

ნელი გაბიდაური, მაია ტყემალაძე.

12. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა

neligabidauri@gmail.com
maia.tkemaladze@gmail.com

13. პროექტის ფორუმი

www.foro.iearn.org/webx/.1eac5518

14. პროექტის ვებგვერდი

http://www.sachxerlebiskvali.blogspot.com





Комментариев нет:

Отправить комментарий